18-ე საუკუნის ბოლოს დაარსებული სან-ფრანცისკო დღესდღეობით არის სიდიდით შტატის მეოთხე ქალაქი და სიმჭიდროვით კი მთელ აშშ-ში მეორე, ჩამორჩება მხოლოდ ნიუ-იორკს.
ის მნიშვნელოვნად გამოირჩევა კალიფორნიის სხვა ქალაქებისაგან თავისი არქიტექტურული სტილით, სადაც მკვეთრად ჩანს ვიქტორიანული და თანამედროვე სტილი, რაც მას გვაჩვენებს ყველაზე „ევროპულ ქალაქად“ დასავლეთ სანაპიროზე.
სან-ფრანცისკოში მოგზაურობისას, პეიზაჟები, რომელთაც თქვენ აკვირდებით ავტომანქანიდან არის უბრალოდ შესანიშნავი და უსიტყვოდ კალიფორნიულია. ეს არის პრაქტიკულად უწყვეტი მწვანე მინდვრები, ფორთოხლისა და ატმის ნარგავები, გორაკები და ფერმები ცხენების სადგომებით.