ჩიკაგო აშშ-ს ერთერთი უდიდესი ქალაქი, განლაგებული მიჩიგანის ტბის სანაპიროზე – დღევანდელ დღეს ის წარმოადგენს მსოფლიოში ერთერთ დიდ ფინასურ – ინდუსტრიულ ცენტრს.
ჩიკაგოს არა მარტო ისტორიულ ცენტრში, არამედ მის გარეუბნებშიც შეგიძლიათ ნახოთ 108 სართულიანი ცათამბრჯენები, მათ შორის ყველაზე მაღალი 400 მ-მდე აღწევს სიმაღლეში. ქალაქში არის უთვალავი რაოდენობის მობილური ხიდი. ასევე ჩიკაგო აღიარებულია ბლუზის მსოფლიო ცენტრად.1871 წლამდე მთელი ჩიკაგო ძირითადად ხის ნაგებობებისაგან შესდგებოდა და ჩიკაგოს დიდმა ხანძარმა შთანთქა. ცეცხლმა ქალაქის თითქმის 6 კმ² გაანადგურა და ეს კატასტროფა გრძელდებოდა თითქმის სამი დღე და ღამის განმავლობაში, ეს იყო შეერთებული შტატების 19-ე საუკუნის უდიდესი უბედურება, სადაც დაიღუპა ასობით ადამიანი.