რაინეარი წარმოადგენს ძალიან ცნობილ და დაფასებულ ირლანდიურ ავიაკომპანიას. საჯაროდ ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიახაზები 1984 წელს დაფუძნდა. მათი სათაო ოფისები შვეიცარიაში, დუბლინსა და ირლანდიაში მდებარეობს. რაც შეეხება ძირითად საექსპედიციო ბაზებს, ისინი დუბლინსა და ლონდონის სტენტის აეროპორტებშია განთავსებული. მსოფლიო ბაზართან ერთად აღნიშნული ავიაკომპანია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად საქართველო. ქართველი მოგზაურებისათვის რაინეარის ქვეყანაში შემოსვლამ საკმაოდ გაამარტივა უამრავი მიმართულებით მოგზაურობა და სანატრელი ქალაქების მონახულება. იაფი ავიაბილეთების ყიდვა თანდათან სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება ასეთი დაბალბიუჯეტური კომპანიის არსებობის გამო.
დაბალი ფასებითა და კომფორტული სერვისებით კარგად ცნობილმა ავიახაზებმა განვითარების სწორი კურსის ქონის შედეგად 2016 წელს ყველაზე მსხვილი ევროპული კომპანიის წოდებაც კი მოიპოვა. ეს მგზავრების რეკორდული რაოდენობის მომსახურეობის შედეგად გახდა შესაძლებელი. ასეთ მასობრივ მოთხოვნასა და პოპულარობას რაინეარი საკმაოდ თანამედროვე და კომფორტული თვითმფრინავების ფლოტით ეხმაურება. მათ ძირითად არსენალში 400 Boeing 737-800 შედის. ასეთი გამართული და ცნობილი ტრანსპორტით რაინეარი ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებს ემსახურება, რის შედეგადაც ჯამში 37 ქვეყნის მიმართულებით ანხორციელებს დაბალფასიან რეისებს.
ცნობილი ავიაკომპანია, რომელსაც 13 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული, აქტიურად ანხორციელებს საკუთარი პერსონალის წვრთნასა და კარიერული წინსვლის უზრუნველყოფას. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ რაინეარის ბორტზე ვერ შეხვდებით ბიზნეს კლასის განყოფილებას, რადგან ცნობილი ავიახაზები პირველ რიგში ოპტიმალური ფასების შემოთავაზებაზეა ორიენტირებული და სწორედ დაბალფასიან ფრენებზე აკეთებს აქცენტს ნებისმიერი მიმართულებით. დღესდღეისობით რაინეარის თვითმფრინავები 220-ზე მეტი მიმართულებით ასრულებენ წარმატებულ ფრენებს, მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც შედის.
იაფი ავიაბილეთების ყიდვა ჩამოთვლილი მიზეზების გამო ყოველთვის ადვილადაა შესაძლებელი რაინეარის რეისებით სარგებლობისათვის. მათი საშუალებით შეგიძლიათ ესტუმროთ ისეთ ცნობილ და საინტერესო ქალაქებს, როგორიცაა მილანი, ბერლინი ბუდაპეშტი და მრავალი სხვა. ცნობილი ავიახაზების ფლოტი და პერსონალი მართლაც კომფორტულ და ხარისხიან მომსახურეობას უზრუნველყოფს მოგზაურებისათვის ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით დანიშნული რეისებით სარგებლობისას.