ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” ფრენას 1993 წლის სექტემბრიდან ახორციელებს (2004 წლის 1-ელ ოქტომბრამდე მან “აირზენა – საქართველოს ავიახაზების” სახელით იარსება).
თავდაპირველად ავიაკომპანია ახორციელებდა ჩარტერულ რეისებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, იტალიაში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, სირიაში, ასევე, რეგულარულ რეისებს ავსტრიაში.
საქართველოში მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებში არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, სწორი ბიზნეს სტრატეგიის შედეგად, ავიაკომპანიამ შეძლო წარმატებული კომპანიის შექმნა და შეინარჩუნა თავისი წილი საავიაციო ბაზარზე.
1999 წელს ავიაკომპანია “აირზენა” გახდა საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველი.
2004 წელს აგვისტოში, ავიაკომპანია „აირზენამ“ სახელწოდება, მან ოპერირება “ჯორჯიან ეარვეისის“ სახელწოდებით განაგრძო.
2000 წელს ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ავიაპარკის განახლების შესახებ და ლიზინგით აიღო BOEING 737-500 ტიპის ორი თვითმფრინავი კომპანიისაგან HAPAG-LLOYD.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა ავიაკომპანიამ დასავლური წარმოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია დაიწყო. მას შემდეგ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” მუდმივად ზრუნავს ავიაპარკის განვითარებაზე და განახლებაზე.