გუანდუნის პროვინციის დედაქალაქი გუანჯოუ, მეტად საინტერესო და ინდუსტრიული ქალაქია ჩინეთის უზარმაზარ სახელმწიფოში. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, გუანჯოუ მესამეა შანხაისა და პეკინის შემდეგ.
მას მოიხსენიებენ, როგორც „ქალაქი-პორტი“ სამხრეთ ჩინეთში. ის მთავარი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური, სატრანსპორტო და კულტურული ცენტრია ჩინეთში. სუფთა და მოწესრიგებული ქუჩები, ნაკლები ნისლი და გაუმჯობესებული სატრანსპორტო სტრუქტურა, გუანჯოუს ერთ-ერთი დიდი პლიუსია. ყოველწლურად უამრავი ბიზნესმენი თუ მეწარმე ჩადის გუანჯოუში სხვადასხვა ბიზნესის დასაწყებად.