ვაშინგტონი – ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი, ამერიკული სახელმწიფოებრიობის ქალაქი-სიმბოლოა, რომელმაც სახელწოდება ამერიკის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის საპატივცემულოდ მიიღო. პომპეზური და დიდებული, ფართო გამზირებით, მრავალკილომეტრიანი მწვანე ბულვარებითა და ლეგენდარული მონუმენტებით, ეს ქალაქი ამერიკელების თავისუფლებასა და სამართლიანობაზე ოცნების განსახიარებაა.