ბრიუსელის იერს თავდაპირველად სამეფო სახლის ირგვლივ წარმატებული კომერსანტებისა და მეწარმეების მიერ აშენებული მონუმენტური ნაგებობები შეადგენდა. ევროპის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (ევროკავშირის წინამორბედი) და ნატო-მ (1958 და 1967 წლებში დაფუძნდნენ) ქალაქის ირგვლივ სწრაფი და მაღალი მშენებლობების პროვოცირება მოახდინა. და თუ ადრე ბრიუსელი სავაჭრო ქალაქი იყო, დღეისათვის ევროპის ადმინისტრაციულ ცენტრად იქცა. ტურისტი აქ კომფორტულად გრძნობს თავს: ინგლისური ყველგანაა გავრცელებული, სავსეა დემოკრატიული კაფე-რესტორნებით, ხოლო მოხერხებული ადგილმდებარეობა საშუალებას იძლევა 1 საათში პარიზში იყოთ, 2 საათში კი – ამსტერდამსა და კიოლნში ჩახვიდეთ. სწორედ ასეთი მოხერხებული ლოკაციის გამოც სჯობს შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები ბრიუსელის მიმართულებით.
ბრიუსელში მშვენივრად ერწყმის ერთმანეთს ბაროკო, გოტიკა და მოდერნი და ალბათ ეს არის კიდეც თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი – შეუჩერებელი პროგრესი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებით. ბელგიის დედაქალაქი ნებისმიერი გემოვნების ტურისტს დააინტერესებს საკუთარი ღირსშესანიშნაობებითა და ადგილობრივი კულტურით. აქ ჩამოსულ სტუმრებს გელით როგორც თანამედროვე ეპოქისთვის შესაფერისი განტვირთვა, ასევე ბელგიური ტრადიციებისა და უგემრიელესი სამზარეულოს დაგემოვნებაც. იაფი ავიაბილეთები ბრიუსელის მიმართულებით წარმოადგენს საუკეთესო გზას მსოფლიოში კარგად ცნობილი ლუდის სახეობების დასაგემოვნებლად. ასევე აქ თქვენ შეძლებთ ესტუმროთ ძალიან მრავალფეროვან მუზეუმებსა თუ გამოფენებს, სადაც ყველანაირი სახის ექსპონატების ხილვას მოახერხებთ საკუთარი თვალით. ბრიუსელი არამარტო სტუმართმოყვარე მოსახლეობით, არამედ იდეალური არქიტექტურული მოწყობითაც გამოირჩევა. აქ თქვენ შეძლებთ ისეირნოთ მყუდრო ქუჩებში და დატკბეთ მათ თავზე გადმოკიდებული მოპირკეთებული ფასადებითა თუ გამწვანებული პარკებით.
აღნიშნულ ქალაქში საყიდლებზე სიარულიც კი გამორჩეულ სიამოვნებას წარმოადგენს. ანტიკური ნივთების მაღაზიები, თანამედროვე ბრენდების წარმომადგენლობები და თვით ყველაზე გემრიელი შოკოლადის გამოფენებიც კი სწორედ ბრიუსელშია წარმოდგენილი ერთად. ამ ქალაქის გული თქვენთვის ყველაზე შესაფერის და დასამახსოვრებელ ატრაქციონებს შემოგთავაზებთ წელიწადის ნებისმიერ დროს. მისი მონახულება განსაკუთრებით ზაფხულშია სასიამოვნო, რადგან ბელგიის ცნობილი დედაქალაქი მართლაც საკმაოდ გამოირჩევა სიმწვანითა და ულამაზესი პარკებით. გემრიელი დესერტის დაგემოვნება და თვალისმომჭრელ ქუჩებში სეირნობა მართლაც იდეალურ ასპექტებად ითვლება ნებისმიერი სახის მოგზაურობისას.