ვიზიარი უნგრული ავიაკომპანიაა, რომელიც 2003 წელს დაარსდა, ექვსი გამოცდილი ადამიანის მიერ. მათ სათავეში, დღეს უკვე კომპანიის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ვადა ჩაუდგა. უკვე სამი თვის შემდეგ კომპანია ოფიციალურად რეგისტრირებული და ფრენებისთვის მზადყოფნაში იყო.
ვიზეარი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა და მისი მიზანია, ფრენა ფართო საზოგადოებისთვის გახადოს ხელმისაწვდომი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომფორტზე უარი უნდა თქვა. სერვისები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიის შემთხვევაში ბილეთის ფასშია შეყვანილი, ვიზეართან განცალკევებულია და თითოეული მგზავრი თავად წყვეტს, რომელი მათგანი სჭირდება და რომელი – არა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის თანხის დახარჯვა გსურთ იაფი ავიაბილეთების ყიდვის დროს. Wizzair საშუალებას გაძლევთ ზუსტად აირჩიოთ ბარგთან დაკავშირებული თითოეული ასპექტი და მათი საჭიროების მიხედვით შეიძინოთ ბარგის წონისა თუ ზომის შესაფერისი პაკეტი.
ვიზეარის ყველაზე დიდი პლიუსი დღესდღეისობით ძალიან მრავალფეროვანი რეისების სიაა. აღნიშნული კომპანიის თვითმფრინავები დაფრინავენ 35 რეგიონის მასშტაბით და ხარისხიან მომსახურეობას სთავაზობენ ასობით ქვეყნის მოქალაქეს. ვიზეარის ავიაბილეთების ყიდვა საკმაოდ მარტივ და დაბალფასიან პროცესს წარმოადგენს. მათი შეძენის შემთხვევაში თქვენ საშუალება გაქვთ ესტუმროთ ევროპისა თუ საუდის არაბეთის საუკეთესო კურორტებსა და ცნობილ ტურისტულ ლოკაციებს. სწორედ ამიტომ გახდა Wizzair ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავიაკომპანია საქართველოს მასშტაბითაც. ქართულ ავიასივრცეში შემოსვლის დღიდან აღნიშნული ავიახაზები ძალიან ხელმისაწვდომ და კომფორტულ სერვისებს სთავაზობენ ქართველ მოგზაურებს. მათი რეისებით გამგზავრება შესაძლებელია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
საერთაშორისო ბაზარზე უკვე ფართოდ აღიარებული ავიაკომპანია პირველ რიგში სწორედ ავიაბილეთების დაბალი ფასების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. მათი ფლოტი ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის მცირე აეროპორტებს იყენებს რეისების შესრულებისას და აღნიშნული ლოკაციების სია ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო იზრდება. შესაბამისად ვიზეარის თვითმფრინავებით საკმაოდ იაფადაა შესაძლებელი ისეთ ცნობილ და საინტერესო ქალაქებში ჩაფრენა, როგორიცაა მაგალითად ბერლინი, მილანი თუ ათენი. იაფი ავიაბილეთების ყიდვა ძალიან მარტივია, თუკი სწორედ შეარჩევთ მათ საძიებო პორტალსა და ვიზეარის მსგავს დაბალბიუჯეტიან ავიახაზებს.