სოჭი — ზღვისპირა საკურორტო ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან. დიდი სოჭი 147 კმ-ის სიგრძეზე მიუყვება შავი ზღვის სანაპიროს. 2002 წლის აღწერის მიხედვით ქალაქის მოსახლეობა 328809 ადამიანს შეადგენდა.
ქალაქი სუბტროპიკული კლიმატის ზონაში მდებარეობს და აქ მრავალი სანატორიუმი და მინერალური აბანოებია გაშენებული. რეგიონში გაშენებული ჩაის პლანტაციები ევროპაში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს. ზაფხულობით ქალაქს და მის შემოგარენს მილიონობით დამსვენებელი აწყდება. კავკასიის ბიოსფეროს ნაკრძალი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვირეობის სიაშია შეტანილი ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს.