ბუქარესტი – მთავარი რუმინული ქალაქი და ქვეყნის კულტურული ცენტრი. ის ტურისტებს იზიდავს მდიდარი ისტორიით, კოლორიტული ატმოსფეროთი და უჩვეულო ღირსშესანიშნაობებით – აქ აქვთ საკუთარი ტრიუმფალური თაღი და მსოფლიოში ყველაზე დიდი პარლამენტი. მთავარი კი ძველი ბუქარესტია ვიწრო ქუჩებით, ეკლესიებითა და ისტორიული ძეგლებით.
თანამედროვე ბუქარესტი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების ქალაქია, რომელმაც უკვე საგრძნობლად შეცვალა მისი იერი. შესაბამისად, ის ძველისა და ახლის საინტერესო მიქსია. აქ ერთმანეთის გვერდითაა სამსაუკუნოვანი ტაძარი, მინის საოფისე შენობები და კომუნისტური ეპოქის ბეტონის კოშმარი. ბოლო წლებია ევროკავშირის დახმარებით ბუქარესტი ევროპიზაციის გზას დაადგა. ახლახან ქუთაისიდან ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაინიშნა და ვლახების ქვეყანა ქართველი მოგზაურებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და შესაბამისად მეტი დაინტერესების საგანიც გახდა. შესაბამისად, იაფი ავიაბილეთები ბუქარესტის მიმართულებით მართლაც იდეალურ საშუალებას წარმოადგენს მყუდრო და დაუვიწყარი არდადეგების მოსაწყობად.
ამ ქალაქის სტუმრობისას საკმაოდ მარტივია ისეთი სასტუმროს ან ჰოსტელის პოვნა, რომლის ფანჯრიდანაც ულამაზესი ხედი შემოგეგებებათ. შესაბამისად რუმინეთის ცენტრში ყოველი გაღვიძებისას არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების დანახვა და მათ ფონზე გემრიელი ჩაის ან ყავის დალევა მართლაც იდეალურ განწყობას შეგიქმნით გრძელი და საინტერესო დღის წინ. ბუქარესტის ქუჩებში სეირნობა ერთ-ერთ ყველაზე დაუვიწყარ გამოცდილებას წარმოადგენს. აქ ყოველ ნაბიჯზე თქვენ შეხვდებით ულამაზესი ორნამენტებით გაფორმებულ სახლებს, ძეგლებსა თუ სხვა კულტურულ ძეგლებს. თანაც, საკმაოდ თბილი და მეგობრული ადგილობრივი მოსახლეობა ამ მყუდრო და ვიწრო ქუჩებში სეირნობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. იაფი ავიაბილეთები ბუქარესტის მიმართულებით საკმაოდ მრავალფეროვანი მოგონებების შექმნაში დაგეხმარებათ.
ამასთანავე, ადგილობრივი სამზარეულო აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. უგემრიელესი კერძების დაგემოვნებას თქვენ თითქმის ყველა ქუჩაზე შეძლებთ. მათი გასინჯვის შემდეგ შეგიძლიათ ველოსიპედების ტურით დატკბეთ. მისი საშუალებით ყველაზე მარტივად მოივლით მთელ ქალაქს. თანაც, ბუქარესტი ცნობილია მისი ულამაზესი პარკებით. მათი მონახულება იდეალური განტვირთვის საშუალებაა, თანაც ადგილობრივი კერძებისა და პარკების მყუდრო გარემოს შეთავსება მართლაც იდეალურ პიკნიკს უდრის.