როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები ინტერნეტით? (დეტალურად)
1.
ავიაბილეთების ძებნის ინსტრუქცია
ქალაქი, საიდანაც გსურთ გაფრენა
ქალაქი, სადაც გსურთ ჩაფრენა
თქვენთვის ოპტიმალური გაფრენის თარიღი
უკან დასაბრუნებელი რეისის რიცხვი
სასურველი მგზავრების რაოდენობა
2.
ყველაზე იდეალური ავიაბილეთების შერჩევის ინსტრუქცია
საძიებო შედეგების დათვალიერებისას, მარცხენა მხარეს თქვენ ავიაბილეთების დახარისხების რამდენიმე სასარგებლო ნიშას შეხვდებით. მათი მიხედვით თქვენ მარტივად შეძლებთ დაალაგოთ ავიაბილეთების სია გადაჯდომების რაოდენობის, ფასის, ფრენის ხანგრძლივობისა და თვითონ ავიაკომპანიების მიხედვითაც კი.
ავიაბილეთების დახარისხების შემდეგ, ცენტრში წარმოდგენილი ჩამონათვალის შეფასებისას საუკეთესო ვარიანტის ამორჩევა რამდენიმე დეტალის მიხედვით შეგიძლიათ. მაგალითად ყველაზე იდეალური ავიაბილეთის შერჩევა შეგიძლიათ განახორციელოთ მის მონაცემებში მითითებული რამდენიმე დეტალის საშუალებით. ცენტრში ჩამოწერილ სიაში ყველა ავიაბილეთს მითითებული აქვს გაფრენის თარიღი, რეისის ხანგრძლივობა, გადაჯდომების ოდენობა და მოცდის პერიოდის სიგრძე, ასევე მოცემულია ბარგის ფასზე ინფორმაციაც და სხვა საჭირო დეტალებიც გადაწყვეტილების სწორად მიღებისათვის.
3.
იაფი ავიაბილეთების ყიდვა
სასურველი ავიაბილეთების შერჩევის შემდეგ, მათი ყიდვისათვის უნდა დააჭიროთ ღილაკს “შეძენა” და ამ გზით გადახვიდეთ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
4.
საჭირო მონაცემების შეყვანა ავიაბილეთის ყიდვის გასაფორმებლად
თქვენი ელექტრონული ფოსტა
ელფოსტის განმეორება
პირადი ტელეფონის ნომერი +995 ფორმატით
სქესი
თქვენი სახელი
გვარი
აღნიშნული ველების შევსების შემდეგ, თქვენგან საჭიროა დეტალური ინფორმაციის მითითება უშუალოდ მგზავრის შესახებ. აღნიშნული მონაცემები ზუსტად უნდა ემთხვეოდეს საერთაშორისო პასპორტში წარმოდგენილ ინფორმაციას:
ქვეყანა, რომლის მოქალაქეც ბრძანდებით
მგზავრის სახელი ლათინური ასოებით
მგზავრის გვარი ლათინური ასოებით
მგზავრის საცხოვრებელი ქუჩის დასახელება
მგზავრის საცხოვრებელი ქუჩის ნომერი
თქვენი საფოსტო კოდი
საცხოვრებელი ქალაქი
5.
ავიაბილეთების საფასურის გადახდა
ავიაბილეთების მომწოდებელ საიტზე ყიდვის პროცესის დასასრულებლად საჭიროა შეიყვანოთ თქვენი საბანკო მომსახურების ბარათის მონაცემები. როგორც წესი მიიღება როგორც VISA/MASTERCARD ტიპის ბარათები, ისე AMERICAN EXPRESS-ის ბარათებიც. ბარათის მონაცემების შევსების შემდეგ მასზე მიბმული ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ ზუსტად ის თანხა, რომელიც გადახდის გვერდზეა მოცემული. ყიდვის პროცესის გასავლელად აუცილებელი არ გახლავთ კონკრეტულად მგზავრის ბარათის გამოყენება. თანხის გადახდის დასადასტურებლად მოცემულ ველებში უნდა შეიყვანოთ შემდეგი ინფორმაცია:
შერჩეული საბანკო მომსახურების ბარათის წინა მხარეს განთავსებული 13 ნიშნა კოდი
ბარათის მოქმედების ვადა
ბარათის უკანა მხარეს არსებული 3 ნიშნა კოდი
ტრანზაქციის საფეხურის დასასრულებლად უნდა დააჭიროთ Pay ღილაკს.