უძველეს დროში, დიდებული დუნაის ნაპირზე, ორი დასახლება გაჩნდა, რომლებიც მდინარის სხვადასხვა მხარეს მდებარეობდნენ. ერთ-ერთი ნაპირი უფრო მაღალზე იყო და იქ წარმოიშვა დასახლება სახელად ბუდა, მეორე მხარეს, უფრო დაბლობზე კი განთავსდა მყუდრო და მოსახერხებელი პეშტი. გარკვეული დროის შემდეგ ორი ქალაქი ერთმანეთს შეერწყა და გახდა – ბუდაპეშტი.
მოგზაურის თავლით დანახული ბუდაპეშტი ისე აღიქმება, როგორც მთლიანად ერთი დიდი ღირსშესანიშნაობა. მართლაც შენობა-ნაგებობებისა და სხვა სანახაობების უმრავლესობა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. UNESCO-ს დაცვის ქვეშ არის მდინარე დუნაის სანაპიროები, ბუდაპეშტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გელერტის აბანოები, ბუდას სასახლის უბანი, თავისუფლების ქანდაკება, უნგრეთის პარლამენტი, გრეშამის სასახლე, ასი წლის მეტრო და სხვა უამრავი შენობა ანდრაშის გამზირზე. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კულტურული ღირსშესანიშნაობების, რომელთა გამოც აუცილებლად უნდა შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები ბუდაპეშტის მიმართულებით.
უბრალოდ მდინარის სანაპიროზე გასეირნებაც კი უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ ამ ქალაქის დათვალიერებისას. თვალისმომჭრელი არქიტექტურული ძეგლები, ღამის ორიგინალური განათებები და ძალიან მყუდრო ატმოსფერო თავს მართლაც იდეალურად გაგრძნობინებთ ბუდაპეშტის მოვლისას. აქ თითოეულ ქუჩასა თუ უბანს თავისი ხასიათი და ისტორია გააჩნია. მათი მონახულება საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ ყველა ნეგატიური ემოციისგან. ღვინის სარდაფები, ბაზილიკები და ულამაზესი ფანტანები მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ უცნობი განძეულობის, რომლის აღმოჩენაც ამ უნიკალურ ქალაქში სეირნობისას შეგიძლიათ. ბუდაპეშტში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ მართლაც ორიგინალური ფლეა მარკეტიც, სადაც საკმაოდ ადვილად იპოვით ისეთ გამორჩეულ ნივთებს საყიდლად, რომელიც ბუდაპეშტური მოგონებების შემოსანახად გამოგადგებათ. იაფი ავიაბილეთები ბუდაპეშტის მიმართულებით სწორედ ასეთ მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ დასასვენებლად.
ამ ქალაქის მონახულებისას მართლაც არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა მიზნით ხართ ჩამოსული. მის წიაღში არსებული უნიკალური ბარების მონახულება მართლაც აუცილებელი პირობაა ნებისმიერი გემოვნების მქონე ტურისტისათვის. უგემრიელესი სასმელების დაგემოვნების საშუალება და მართლაც ორიგინალურად გამორჩეული მყუდრო გარემო ბუდაპეშტურ ბარებს იდეალურ ლოკაციად აქცევს უცხო ქვეყანაში განსატვირთავად. იაფი ავიაბილეთები ბუდაპეშტის მიმართულებით სწორედ ასეთი არაორდინალური და ორიგინალური ღირსშესანიშნაობების პირადად გაცნობის საშუალებას მოგცემთ.