აია-ნაპა – ში მოსახვედრად საუკეთესო საშუალებაა ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან ლარნაკაში. თბილისიდან ლარნაკაში მოსახვედრად 1 გადაჯდომა დაგჭირდებათ.
ბოლო დროს, განსაკუთრებით პოპულარული გახდა კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საზღვაო კურორტი აია ნაპა – თეთრი ქვიშითა და კრისტალურად სუფთა, ფირუზისფერი წყლით.
აია ნაპაზე 175-ზე მეტი სასტუმრო და აპარტამენტია. გასულ წელს ამ ადგილმა 700 000 ტურისტს უმასპინძლა. ადგილი კი, სადაც ზემოთ აღნიშნული ვენეციური მონასტერი მდებარეობს, დღეს უკვე კლუბური გართობის ცენტრია. კვიპროსელების ძირითად მიზანს ევროპის საუკეთესო სანაპიროების სამეულში შესვლა, პლაჟის კლუბებისა და ღამის ცხოვრების (ყველა სტანდარტის დაცვით) განვითარება წარმოადგენს.