ბერლინის ყველა ღირსშესანიშნაობისა და გასართობის ჩამოთვლა ძალიან ძნელია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, ცოცხალი და მყუდრო ქალაქია. ახალგაზრდობა დახეტიალობს ადგილობრივ კლუბებში. შედარებით უფროსები ბერლინში შოპინგს აფასებენ – ყველგან ცნობილია იქაური სავაჭრო ცენტრები. სექსუალური უმცირესობები კი საერთოდ აღფრთოვანებულები არიან გერმანიის დედაქალაქით. პერიოდულად სასიყვარულო აღლუმებს აწყობენ და თავს ისე გრძობენ, როგორც საკუთარ სახლში. და რა თქმა უნდა, ხელოვნების მოყვარულებს ბერლინის მუზეუმებისა და გალერეების საქებარი კოლექციები ელოდებათ. სწორედ ასეთ მრავალფეროვან გამოცდილებას გთავაზობთ იაფი ავიაბილეთები ბერლინის მიმართულებით.
ევროპული არდადეგების დაგეგმვისას მართლაც შეუძლებელია უარი თქვათ გერმანიის მონახულებაზე. ამ მართლაც ისტორიულად გამორჩეული ქვეყნის კულტურა ნებისმიერი ადამიანისთვის საინტერესო დეტალებითაა სავსე. პირველ რიგში გერმანიის დედაქალაქის მონახულებისას თქვენ თავს იგრძნობთ თანამედროვე ხელოვნების კერის ეპიცენტრში. აქ ერთადაა თავმოყრილი როგორც მოდერნისტული ხელოვნების უამრავი ღირსშესანიშნაობა, ისე ისტორიული ძეგლებისა და სხვადასხვა კულტურული ეპოქების ამსახველი არტეფაქტები. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს გერმანული სამზარეულოს კულტურაც, რომელიც ცალკე მდგომ გამორჩეულ ატრაქციონს წარმოადგენს ნებისმიერი გემოვნების მქონე ტურისტისათვის. ბერლინის სტუმრობისას თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ ასზე მეტი სახეობის უგემრიელესი ლუდი და მართლაც ორიგინალური გერმანული კერძები. თუკი სწორ დროს შეარჩევთ გერმანიის დედაქალაქის მოსანახულებლად, მაშინ ევროპის მასშტაბით ყველაზე ცნობილი ლუდის ფესტივალის აქტივობებშიც შეძლებთ მონაწილეობას.
თუკი გადაწყვეტთ, რომ შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები ბერლინის მიმართულებით, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ მსოფლიოში საკმაოდ ცნობილ სატელევიზიო ანძასაც. მისი კენწეროდან თქვენ შეძლებთ ერთიანად შეაფასოთ და დატკბეთ ბერლინის მართლაც გამორჩეული არქიტექტურული ნამუშევრების სილამაზითა და მასშტაბებით. თუკი ეს საკმარისი კულტურული შოკი არ აღმოჩნდება თქვენთვის, მაშინ შეგიძლიათ ესტუმროთ თვით მუზეუმების კუნძულს. მისი მონახულება დაგარწმუნებთ იმაში, რომ გერმანია და თვითონ მისი დედაქალაქიც საკმაოდ დიდ კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბერლინი საკუთარი მრავალფეროვნებით შეძლებს თქვენს გართობას როგორც დღისით, ისე ღამითაც. ადგილობრივი კლუბური გარემო მართლაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდეს თქვენზე. მათ მონახულებამდე კი შეგიძლიათ მშვიდ და ლამაზ ქუჩებში ველოტურების საშუალებით გაისეირნოთ და ქალაქის ყველა კუთხე დაათვალიეროთ.