პაფოსში მოსახვედრად საუკეთესო საშუალებაა ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან ლარნაკაში. ლარნაკიდან ქალაქი პაფოსი მდებარეობს 137 კილომეტრში.
პაფოსი – თანამედროვე ტურისტული ცენტრი მუდმივად განვითარებადი ინფრასტრუქტურით. იგი ტურისტებს იზიდავს არაჩვეულებრივი ლანდშაფტით, ისტორიული ადგილებით, ულამაზესი ხედებით ყურეზე და შუასაუკუნეების ციხესიმაგრით.
პაფოსი 600 წლის განმავლობაში კვიპროსის დედაქალაქს წარმოადგენდა. ქალაქი იკავებს კუნძულის დასავლეთ ნაწილს; ჩრდილოეთით, სამხღეთითა და დასავლეთით აკრავს ხმელთაშუა ზღვა. მისი მოსახლეობა დაახლოებით 47 ათას ადამიანს შეადგენს.