ნიქოზია ანუ როგორც ბერძნულად ეძახიან ლეფკოს, წარმოადგენს გამოზომილი რიტმით მცხოვრებ ქალაქს, სადაც მკვეთრად გამოიხატება როგორც აზიური ისე ევროპული ხასიათები. სინამდვილეში კი დღევანდელ დღეს ნიქოზია წარმოადგენს ერთადერთ ქალაქს რომელიც მწვანე ზოლით გაყოფილია ბერძნულ და თურქულ მხარეებად.
რომ შევისწავლოთ ეს მომხიბვლელი ქალაქი, პირველ რიგში უნდა დავათვალიეროთ ის, რა თქმა უნდა კულტურული თვალსაზრისით. ქალაქის ცენტრი დღევანდელ დღეს შემორაგვულია ძველი ვენეციური კედლით და ლეფკოს დამცავი თხრილით. ეს კედელი დაპროექტებული იქნა ვენეციელი არქიტექტორის ჯულიო სავორნიანოს მიერ 1567 და 1570 წლებს შორის და დღევანდელ დღეს გვევლინება დედაქალაქის ყველაზე სანახაობრივ ღირსშესანიშნაობად. კედლის პერიმეტრი 4,5კმ-ია, აქვს გულის მომხიბვლელი ფორმა და აღჭურვილია თერთმეტი ბასტიონით და სამი კარიბჭით.