ხარკოვი (უკრ. Ха́рків; რუს. Ха́рьков) — სიდიდით მეორე ქალაქი უკრაინაში; ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში. 2010 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 1 449 000 ადამიანს. ქალაქი მასპინძლობს 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს. მეტალისტის სტადიონზე სულ 3 შეხვედრა გაიმართება.
ხარკოვი 1654 წელს დაარსდა და რუსეთის იმპერიაში უკრაინული კულტურის მთავარ კერას წარმოადგენდა. ხარკოვი პირველი უკრაინული ქალაქი იყო, რომელმაც 1917 წლის დეკემბერში საბჭოთა ხელისუფლება აღიარა და შემდეგ იგი უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა. დედაქალაქის სტატუსი მან 1934 წლამდე შეინარჩუნა, სანამ ის კიევში გადაინაცვლებდა. ამჟამად, ქალაქი ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია და რეგიონში სპეციალური სტატუსი გააჩნია.