ხმაურიანი, სამხრეთული, კაშკაშა – ეს ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქის ეტალონია, როგორიც წარმოგვიდგენია წიგნებიდან და ფილმებიდან. ქვეყნის ყველაზე დიდი სავაჭრო პორტი, მსხვილი სამრეწველო ცენტრი და რიცხოვნობით მეორე ქალაქი საფრანგეთში; ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. მარსელი – სუფთა ჰაერისა და რომანტიკის შერწყმის ადგილია. თუმცა დღევანდელი მარსელი ის აღარ არის, რაც სეზანის ნახატებზეა. მართალია დღემდე შემორჩენილია მრავალფეროვანი ბაზრები, მზეზე გასაშრობად გამოტანილი ზღვის პროდუქტები, მაგრამ ის ასევე არის სხვადასხვა კულტურის თავშეყრის ადგილი, ემიგრანტებით გადავსებული ქალაქი. მარსელში უფრო მეტი კომორელი აფრიკელია, ვიდრე თავად კომორის კუნძულებზე. მოკლედ, თუ გაინტერესებთ რეალური თანამედროვე ადამიანის ნამდვილი ცხოვრება, ეს ქალაქი ნამდვილად მოგეწონებათ. იაფი ავიაბილეთები მარსელის მიმართულებით მართლაც დაუვიწყარი მოგონებების შექმნაში დაგეხმარებათ.
საფრანგეთის ამ საკმაოდ ცნობილი მხარის დათვალიერება აუცილებლად მისი სანაპიროებიდან უნდა დაიწყოთ. ულამაზესი ბულვარების გარდა, მარსელის საპორტო ნაწილიც საკმაოდ საინტერესო და მომხიბვლელ ლოკაციად ითვლება ნებისმიერი გემოვნების მქონე დამსვენებლისათვის. ზღვის პირას ასევე მდებარეობს მართლაც ძალიან არაორდინალური ნაციონალური პარკიც, რომლის მონახულებაც აუცილებლად გამოიწვევს თქვენში აღფრთოვანებას. ეს ქალაქი ასევე საკუთარ თავში აერთიანებს როგორც ისტორიულ მუზეუმებსა თუ საინტერესო ღირსშესანიშნაობებს, ასევე მართლაც აქტიური და მომხიბვლელი თანამედროვე ხელოვნების სცენასაც. ადგილობრივი მაცხოვრებლები ყველანაირ კულტურას აქ სათუთად ეპყრობიან და იდეალურად წარმოაჩენენ ტურისტების წინაშე. თუმცა მათთვის ყველაზე დიდ ატრაქციონად მაინც ზღვისპირეთი ითვლება. აქ შეხვდებით ასობით კილომეტრზე გადაჭიმულ ზღვის სანაპიროებს, რომლებიც ნაციონალურ პარკადაა გაერთიანებული და გალამაზებული. ასევე წყალზე გაშენებული მუზეუმის ხილვაც უდიდეს სიამოვნებას წარმოადგენს მარსელის მყუდრო ქუჩებში სეირნობის შემდეგ.
იაფი ავიაბილეთები მარსელის მიმართულებით საშუალებას მოგცემთ დააგემოვნოთ უგემრიელესი ფრანგული კერძები. აქ ასევე საკმაოდ ადვილად შეძლებთ ისიამოვნოთ საკმაოდ ცნობილი და აღსანიშნავი ღამის ცხოვრებითაც. საერთო ჯამში მარსელი წარმოადგენს მრავალფეროვანი ატრაქციონებისა და ულამაზესი ზღვისპირეთის ნაზავს. მის შუაგულში თქვენ მარტივად ამოყოფთ თავს ფრანგული კულტურის წიაღში. მარსელის სანაპიროების მოვლა კი ადვილად დაგეხმარებათ ულამაზესი ხედებითა და თბილი ზღვით განტვირთვაში.