რომი – პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი: ქალაქი, რომელშიც ერთიანდება მრავალსაუკუნოვანი ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა. მარადიული ქალაქი არა მარტო დროის, არამედ სივრცის ყველა კანონს არღვევს. აქ არასოდეს არ იცი, რა გელოდება მომდევნო ნაბიჯზე… აქ არასოდეს გტოვებს განცდა, რომ ხარ – გრანდიოზული სპექტაკლის მაყურებელი. მისი რომანტიული არქიტექტურა და ძალიან მეგობრული მოსახლეობა ქმნის ძალიან თბილ და სასიამოვნო ატმოსფეროს ნებისმიერი გემოვნების მქონე ტურისტისათვის. იტალიის დედაქალაქის მონახულებით თქვენ შეძლებთ დაათვალიეროთ უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა. აქ ასევე საშუალება გექნებათ ისიამოვნოთ ყველაზე ცნობილი იტალიური სამზარეულოს კერძების დაგემოვნებით. რომის ქუჩები მართლაც გადატვირთულია ულამაზესი და მყუდრო კაფეებით, რომელთა სტუმრობაც საკმაოდ მკვეთრ შთაბეჭდილებას შეგიქმნით იტალიურ ყოველდღიურობაზე. იაფი ავიაბილეთები რომის მიმართულებით იდეალური არჩევანია რომანტიული არდაგეგების მოსაწყობად.
რომის მონახულება ჯერ მარტო ისეთი გრანდიოზული და შთამბეჭდავი კულტურული ძეგლის სანახავად ღირს, როგორიც კოლიზეუმი გახლავთ. მისი სტუმრობა პირდაპირ გადაგისვრით წინა საუკუნეების კულტურულ ატმოსფეროში და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღგავსებთ. მისი დათვალიერების შემდეგ გარშემო არსებულ ქუჩებში საკმაოდ მარტივად შეძლებთ დააგემოვნოთ ისეთი ცნობილი ადგილობრივი სამზარეულოს წარმომადგენლები, როგორიცაა ცხელ-ცხელი პიცა და უგემრიელესი ნაყინები. თუმცა, იტალიის დედაქალაქი იმდენად ბევრ და მნიშვნელოვან ხელოვნების ნიმუშსა თუ ძეგლს იტევს, რომ მათ დათვალიერებას საკმაოდ დიდ დროს მოანდომებთ. პირველ რიგში აღსანიშნავია იტალიური პანთეონებისა და ეკლესიების საკმაოდ დიდი სია, რომელიც რომშია განთავსებული და თითოეული მათგანის მონახულება უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. სიქსტეს კაპელა წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სანახაობას, რომელიც ყველა ადამიანმა მართლაც საკუთარი თვალით უნდა იხილოს ცოცხლად.
იაფი ავიაბილეთები რომის მიმართულებით საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ სტრესისგან. უამრავი საინტერესო მუზეუმისა თუ რესტორნის მონახულების გარდა, თვით ამ ქალაქის ქუჩებში სეირნობაც კი უდიდესი განტვირთვის საშუალებას წარმოადგენს. ორიგინალური არქიტექტურული ორნამენტებით გაფორმებული სახლები, ფერადი ფანტანები და გრანდიოზულად შთამბეჭდავი მოედნები სეირნობისას მართლაც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ და იტალიას ერთმნიშვნელოვნად შეგაყვარებთ.