სინგაპური ეს არის დინამიური ქალაქ-სახელმწიფო მკაფიო ფერებითა და გასაოცარი კონტრასტებით. ხვადასხვა სტილის კულტურათა შერწყმა, ტრადიციებისა და თანამედროვეობის სინთეზი. თანამედროვე ცათამბჯენები ჰარმონიულად ესადაგება ძველებურ ეთნიკურ რაიონებს, ბუდისტური ტაძრები და მეჩეთები მშვიდობიანად მეზობლობენ ქრსიტიანულ ეკლესიებთან. სინგაპური გამოირჩევა მდიდრული ბუნებით, მრავალრიცხოვანი ზღვის სანაპიროებით, ხშირი ტყეებითა და ულამაზესი მთებით. ეს ქალაქი სტუმრებს სთავაზობს ყველა შესაძლო სახის დასვენებას. იაფი ავიაბილეთები სინგაპურის მიმართულებით საშუალებას მოგცემთ ესტუმროთ ნამდვილ სამოთხეს ზღვის სანაპიროზე, მიიღოთ მონაწილეობა საინტერესო ექსკურსიებში ეთნიკურ რაიონებში და ისიამოვნოთ მომხიბვლელ სავაჭრო ცენტრებსა და ადგილობრივ ბაზარში საყიდლებზე სიარულით.
მულტიკულტურული ატმოსფეროს მქონე ეს ლოკაცია მართლაც უამრავი ასპექტით გამოირჩევა. სინგაპური დღესდღეისობით გლობალურ ფინანსურ ცენტრათ ითვლება და ამას საკმაოდ ბევრი მიზეზიც აქვს. მისი სტუმრობა ნებისმიერი ხასიათისა თუ გემოვნების მქონე მოგზაურისათვის მართლაც აღუწერელი შთაბეჭდილებების მომტანი იქნება. თუკი გსურთ თქვენი თვალით იხილოთ ნამდვილი აზიური კულტურის ფენომენალური ღირსშესანიშნაობები, მაშინ იაფი ავიაბილეთები სინგაპურის მიმართულებით სწორედ თქვენთვისაა. ამ ქალაქის სტუმრობისას პირველ რიგში წყალზე გაშენებული ბაღების მონახულებაა საჭირო. მათი მოვლა ძალიან სასიამოვნო მოგონებებით აღგავსებთ და უდიდესი განტვირთვის მომტანი იქნება. შეიძლება ითქვას ისიც, რომ აქ ყველაფერი ხელოვნების ნიმუშადაა ქცეული. ყოველ ნაბიჯზე თქვენ შეხვდებით როგორც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს, ისე კულტურულ ღირსშესანიშნაობებსაც. სინგაპურში თვით სამხედრო ბაზაც კი ხელოვნების აღმოცენების კერადაა ქცეული და მისი დათვალიერება მართლაც აუცილებლად ღირს.
იაფი ავიაბილეთები სინგაპურის მიმართულებით საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ აზიის ყველაზე ცნობილ ტურისტულ ატრაქციონებს. ცათამჯბენებითა და უამრავი მდიდრული ელემენტით გაფორმებული ეს ქალაქი დღისა თუ ღამის განმავლობაში გამუდმებით სიცოცხლითაა სავსე და მისი ყოველი ქუჩა თქვენ სრულიად განსხვავებულ და არაორდინალურ თავგადასავალს გპირდებათ. აქ თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ეგზოტიკური ცხოველების დათვალიერებითაც კი, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში შეგიძლიათ აღმოჩნდეთ რომელიმე ძალიან შთამბეჭდავ სავაჭრო ცენტრში ან უგემრიელესი კერძების მქონე მყუდრო რესტორანში.