რიო-დე-ჟანეიროში ყველაფერია: პლაჟები, გორაკები, ტბები და ტროპიკული ტყე. „იმდენად მიმზიდველია, რომ აღარ იცი რას შეხედო, საით გაიხედო!“ — აღტაცება ვერ დაფარა ერთმა სტუმარმა. ბევრი რიო-დე-ჟანეიროს, ანუ, უბრალოდ, რიოს მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად მიიჩნევს. თუმცა სიტყვა „რიო“ „მდინარეს“ ნიშნავს, ქალაქი უბის სანაპიროზეა გაშენებული.
რიო დე ჟანეირო დიდი ქალაქია 11 მილიონი მოსახლით და სწორედ ამიტომ, მასში ისეთი პრობლემებია, როგორიცაა: ძალადობა, უმუშევრობა, ბინების ნაკლებობა, რომ აღარაფერი ვთქვათ დაბინძურებასა და ტრანსპორტის უწესრიგოდ მოძრაობაზე. მიუხედავად ამისა, რიო-დე-ჟანეიროს მცხოვრებლები ამაყად მოიხსენიებენ მას როგორც „სედადე მარავილიოზეს“ (საოცარ ქალაქს). ერთი კარიოკას სიტყვების თანახმად*: „რიო-დე-ჟანეირო მხიარული ქალაქია. მზიან დღეს სამსახურში წასვლისას თუ უკან დაბრუნებისას პლაჟებისა და გორაკების მზერა სიამოვნების მომგვრელია“.