ალბათ, ყველას გვიოცნებია ერთხელ მაინც გვესეირნა ლონდონის წვიმიან ქუჩებში. ნისლი, წვიმა… რამდენჯერ მოგვისმენია ეს სიტყვები ლონდონის შესახებ და წარმოსახვით მაინც გვიმოგზაურია 21-ე საუკუნის მსოფლიოს დედაქალაქში. დიახ, მსოფლიოს დედაქალაქში -ასე უწოდებენ დღეს ლონდონს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქს, რომელიც მდინარე ტემზაზე მდებარეობს.
არამარტო დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრი, არამედ მთელ მსოფლიში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ადგილი.
ლონდონში არის მსოფლიოში ყველაზე მეტი – 480 უცხოური ბანკი. შეიძლება ითქვას, რომ ლონდონი 21-ე საუკუნის გრანდიოზული, მუდმივი ცვლილებებისა და განვითარების „ბუდეა“.