ლისაბონში ყოფნისას პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, არის მისი გამორჩეულობა დანარჩენი ევროპისგან როგორც ქალაქის იერსახის, ისე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე.
აეროპორტი ძალიან კარგად არის დაკავშირებული ქალაქის ცენტრთან. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც სპეციალური ავტობუსებით, ისე მეტროთი, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალურ უბანს უკავშირდება (ზოგადად ტრანსპორტით მიმოსვლა ქალაქის ყველა წერტილში ძალიან გამარტივებულია). სასურველია, აეროპოტშივე შეიძინოთ დღიური ბილეთი ავტომატებთან.
აღსანიშნავია საოცრად დაბალი ფასები სასტუმროებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.