ამაყი, საკუთარ თავზე შეყვარებული, ფეთქებადი, გენიით აღსავსე, თავს შეგაყვარებს, დაგღლის და გაგთანგავს… ეს ბარსელონაა, პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. ბარსელონა – ეს არის დიდი ქალაქი ზღვით, გიჟური ენერგია, დალი, გაუდის შეშლილი არქიტექტურა, ველოტრაფიკი, დაშტერებამდე საღამოები და ულევი სანგრია. კატალონიის დედაქალაქში ღირსშესანიშნაობები ყოველ ნაბიჯზე გხვდება და მისი ჩამოთვლა ნამდვილი სიგიჟეა. ძველი რომის პორტი ისტორიით სუნთქავს, ყოველი ქვა თავის ლეგენდას მოგიყვებათ, თანამედროვე ძეგლები კი ჰიმნს და ოდას იმსახურებს. ბარსელონა – ხელოვნების ქალაქია. ბარსელონას შემოქმედებითად, მზით, ძალებით აღსავსე და კარგი განწყობით დამუხტული ტოვებ. სწორედ ამიტომ უნდა შეიძინოთ ავიაბილეთები ბარსელონას მიმართულებით და ისიამოვნოთ მართლაც ორიგინალური არდადეგებით.
ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქის სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ საგრადა-ფამილია. ეს მართლაც უზარმაზარი და შთამბეჭდავი ბაზილიკა ნებისმიერი გემოვნების მქონე ტურისტს გააოცებს. ასევე საკმაოდ განიტვირთებით მისკენ მიმავალ ქუჩებში სეირნობითაც, რადგან ბარსელონა საკმაოდ გამოირჩევა სიმწვანითა და ულამაზესი ხეების მწკრივებით. საგრადა-ფამილიას გარდა ამ ქალაქში კიდევ უამრავი კათოლიკური ღირსშესანიშნაობის დათვალიერება შეგიძლიათ. მათი მონახულებისას თქვენ მართლაც დაუვიწყარი მოგონებებითა და შთაბეჭდილებებით აღივსებით. იაფი ავიაბილეთები ბარსელონას მიმართულებით საშუალებას მოგცემთ ისიამოვნოთ მართლაც სუფთა და თვალისმომჭრელი ზღვის სანაპიროებით. ამ ქალაქის გასწვრივ ყვითელი ქვიშის სანაპიროები კილომეტრების მანძილზეა გადაჭიმული და უამრავ გასართობ და განსატვირთავ აქტივობასაც გთავაზობთ ცხელ მზესთან ერთად.
ბარსელონას სტუმრობა ასევე შესანიშნავი იდეაა ეგზოტიკური სამზარეულოს მოყვარულთათვის. ამ ლოკაციაზე თქვენ საშუალება გექნებათ ესტუმროთ უამრავ ცნობილ რესტორანსა და კაფეს, სადაც უგემრიელეს ადგილობრივ კერძებსა თუ სასმელებს დააგემოვნებთ. თუმცა, ავიაბილეთები ბარსელონას მიმართულებით ასევე საშუალებას მოგცემთ ესტუმროთ სხვადასხვა ადგილობრივ პროდუქტების გამოფენასაც, სადაც უამრავი ესპანური სუნელებისა თუ ხილის დაგემოვნებას შეძლებთ.
საერთო ჯამში ეს ქალაქი უამრავ ტურისტულ ატრაქციონს სთავაზობს როგორც სპორტის ქომაგებს, ისე ოჯახური მოგზაურობის მოყვარულებსაც. თვალწარმტაცი შადრევნებისა და საკმაოდ მნიშვნელოვანი ისტორიული არტეფაქტების წარმომდგენი მუზეუმების მონახულება თქვენს ბარსელონურ არდადეგებს სრულიად დაუვიწყარს გახდის.