ჰამბურგი – ეს საპორტო ქალაქი უდავოდ არის ერთერთი ყველაზე ცოცხალი ადგილი გერმანიაში. მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ქალაქი სტრატეგიულად იატლანდის ნახევარკუნძულზეა განლაგებული სამხრეთიდან ევროპის კონტინენტალური ნაწილით, ჩრდილოეთით – სკანდინავია, ბალტიის ზღვა აღმოსავლეთით და ჩრდილოეთის ზღვა – დასავლეთით. ეს უმშვენიერესი ქალაქი მდებარეობს მდინარეების ელბას, ალსტერისა და ბილლეს შესართავთან და წარმოადგენს ჩრდილოეთ გერმანიის კომერციულ და კულტურულ დედაქალაქს. იგი ტყუილად ნამდვილად არ ატარებს ასეთ მნიშვნელოვან სტატუსს. მისი დათვალიერებისას თქვენ აუცილებლად მოიხიბლებით როგორც კულტურული მრავალფეროვნებითა და კეთილმოსურნე ადგილობრივი მოსახლეობით, ასევე თანამედროვე სამყაროს ღირსშესანიშნავი წარმომადგენლობებით არქიტექტურაში, სამზარეულოსა და ხელოვნებაში. იაფი ავიაბილეტები ჰამბურგის მიმართულებით საშუალებას მოგცემთ ახლოდან კარგად გაიცნოთ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და მნიშვნელოვანი მხარე, რომელიც უკვე დიდი ხანია რაც ძალიან ბევრი თავშესაქცევი ტურისტული ატრაქციონით იწონებს თავს.
ჰამბურგის დათვალიერება ღამის პერიოდში ძალიან ამაღელვებელი შთამბეჭდილებების მომტანი იქნება ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისათვის. ამ ქალაქში საკმაოდ მნიშვნელოვნად აქცევენ ყურადღებას ვიზუალურ ესთეტიკასა და ქუჩების მოწყობის სხვადასხვა ასპექტებს, რის გამოც თვით სახლების განათებებიც კი იდეალურად შეეხამება ერთმანეთს და მთლიანად უბნის ვიზუალს. მდინარის პირას გასეირნებისას თქვენ თავისუფლად შეძლებთ დატკბეთ ამ ულამაზესი ქალაქის სხვადასხვა განსხვავებული მონაკვეთების დათვალიერებითა და მრავალსაუკუნოვანი ნაგებობების არქიტექტურით დატკბობას. ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი ჰამბურგში სეირნობისას მისი მწვანე მონაკვეთების მოვლაა. ულამაზესი პარკებისა და ბოტანიკური ბაღების მონახულებით თქვენ ძალიან სწრაფად და მარტივად მოახერხებთ განტვირთვასა და დასვენებას გრძელი დღის შემდეგ. იაფი ავიაბილეთები ჰამბურგის მიმართულებით აღმოგაჩენინებთ უამრავ უცნობ გერმანულ საგანძურს სასმელების, სასახლეებისა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების სახით.
აღნიშნულ ქალაქში მთელი დღისა და ღამის განმავლობაში სიცოცხლე შეუჩერებლად ჩქებს და ამ დინამიური ცხოვრების წესში ჩაბმა თქვენს არდადეგებს ნამდვილად გააფერადებს. აქ ყველაფერს შეხვდებით, გრაფიტებითა და სხვადასხვა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით გაფორმებულ საპორტო მონაკვეთებთან ერთად. რაც მთავარია, გერმანული სამზარეულოსა და გამორჩეული სასმელების დაგემოვნება აქ ყოველ ნაბიჯზეა შესაძლებელი.