ჰალკიდიკის ნახევარკუნძული (Halkidiki) საბერძნეთის აღმოსავლეთ ნაწილში ბერძნული მაკედონიის პროვინციაში მდებარეობს. ნახევარკუნძულის დედაქალაქია პოლიგიროსი, რომელიც სალონიკიდან 220 კილომეტრით არის დაშორებული. მკითხველისთვის მსოფლიოს ეს წერტილი ათონის მთით არის ცნობილი. ათონის ავტონომიაში 20 მართლმადიდებლური მონასტერი ერთიანდება და ეს რეგიონი კონსტანტინოპოლის პატრიარქის პირდაპირ დაქვემდებარებაშია.
ჰალკიდიკის ნახევარკუნძულზე მოსახვედრად უახლოეს აეროპორტ სალონიკში უნდა ჩაფრიდნეთ. სალონიკის აეროპორტიდან კი შეგიძლიათ ადგილობრივი ტრანსპორტით ისარგებლოთ.