ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი განსაკუთრებული ლეგენდის მატარებელია. სახელწოდება მდინარის სახელიდან მომდინარეობს – “ქალაქი ვილიაზე”, სწორედ ასე ჟღერს ლიტვის ცენტრალური ნაწილის სახელი. ქვაფენილიანი ვიწრო ქუჩები ერთმანეთს ადვილად უკავშირდება. ფეხით სეირნობისას შეგიძლიათ ულამაზესი ბაღები, ძველებური შენობები და განსაკუთრებით მდიდარი მასალით დატვირთული ბიბლიოთეკების შენობები დაათვალიეროთ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვილნიუსში ფრენებს, ლატვიის ავიაკომპანია Airbaltic airlines ასრულებს. თუ ავიბილეთს ერთი თვით ან 50 დღით ადრე შეიძენთ, ფასები 250-300 ლარიდან იწყება. airBaltic ერთ გადაჯდომას რიგის საერთაშორისო აეროპორტში ანხორციელებს და ხუთი საათია საჭირო ვილნიუსში მოსახვედრად.