აღმოაჩინეთ ყველაზე იაფი ადგილი ჩასაფრენად
მოგზაურობისას ყველაზე პრესტიჟული და ლამაზი ქალაქების დათვალიერება ყოველთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ავიაკომპანიები ამ ქალაქებში არსებული აეროპორტების მიმართულებით დანიშნულ ფრენებს ყველაზე ძვირადღირებულად თვლიან. შესაბამისად, თუკი თქვენ სასურველი ლოკაციის ახლოს მდებარე ქალაქში ჩაფრინდებით, აღნიშნული ფრენა შესაძლოა ბევრად უფრო იაფი დაგიჯდეთ. მაგალითად ევროპაში ქალაქები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა და შედარებით უცნობ ქალაქში ჩაფრენითა და შემდეგ სასურველ ლოკაციამდე მატარებლით მისვლით საკმაოდ მოზრდილ თანხას დაზოგავთ.
აირჩიეთ დამაკავშირებელი რეისები თქვენ თვითონ
როდესაც პირდაპირი რეისით გაფრენა არ გაწყობთ ან არ გამოდის, გადასაჯდომი ვარიანტების სწორად შერჩევა შესაძლოა საკმაოდ მომგებიანიც გამოდგეს. როგორც წესი ავიაკომპანიები მომხმარებლებს ორ ისეთ რეისს ურჩევენ, რომელიც მათ ყველაზე მეტად აწყობთ დროისა და ლოკაციის მიხედვით. თუმცა, ხშირ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გადაჯდომის შემდეგ გასაფრენად სულ სხვა ავიაკომპანიის რეისზე შეიძინოთ ავიაბილეთები ბევრად უფრო იაფად. ინდივიდუალურ რეისებზე იაფი ავიაბილეთების ყიდვა ყოველთვის უფრო ადვილია.
გაიღვიძეთ ნაადრევად
სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად გაფრენილი ხალხი ყველაზე ხშირად საღამოს რეისებზე ჯავშნის ბილეთებს. აღნიშნულ სტატისტიკას ჩვეულებრივი მოგზაურებიც ამყარებენ, რადგან ტურისტების უმრავლესობას სასურველ ქალაქში ჩასვლა საღამოს ურჩევნია. შესაბამისად, ნებისმიერ ისეთ რეისზე, რომელიც მაგალითად დილის 5 საათიდან მიფრინავს, ავიაბილეთების შეძენა ყოველთვის უფრო იაფ ფასად შეგიძლიათ.
გადახდისას შეარჩიეთ სწორი ვალუტა
როგორც წესი ავიახაზების უმრავლესობა ბილეთების შეძენისას იმ ქვეყნის ვალუტით გთავაზობთ ანგარიშწორებას, რომელ ქვეყანაშიც იმყოფებით. თუმცა, ხშირ შემთხვევაში იმ ქვეყნის ვალუტით გადახდა, სადაც მიფრინავთ, ბევრად უფრო ნაკლებ თანხას დაგახარჯინებთ.
მოძებნეთ ბილეთები სწორი საძიებო სისტემის დახმარებით
თანამედროვე სამყაროში თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ავიაბილეთების გამყიდველი კომპანიების ოფისებს. თუმცა, მათი შემოვლა ხშირად საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და თანაც უმეტეს შემთხვევაში დამატებით მომსახურეობის საფასურის გადახდასთანაც ასოცირდება. საბედნიეროდ, ონლაინში იაფი ავიაბილეთების შეძენა უკვე საკმაოდ მარტივ და მოხერხებულ პროცესს წარმოადგენს. მაგალითად Aviatickets.Ge გთავაზობთ თანამედროვე ინტერფეისით აღჭურვილ სწრაფ საძიებო სისტემას, რომლის დახმარებითაც ყველაზე იაფ ავიაბილეთებს სულ რაღაც 2 წუთში შეიძენთ. აღნიშნული საძიებო ალგორითმი თავისით დაგიხარისხებთ ავიაბილეთებს ფასის, დროის, ავიაკომპანიების, ხარისხისა და კიდევ უამრავი ნიუანსის მიხედვით.