იმ ქვეყნებს შორის სადაც უვიზოდ შესვლას შევძლებთ არის დანიაც, რომელსაც ძალიან ხშირად ყველაზე ბედნიერ ქვეყანას უწოდებენ, რადგან აქ ცხოვრების დონე შესაშურად მაღალია, კორუფცია და კრიმინალი კი მინიმუმამდეა დაყვანილი.
დანიის დედაქალაქია კოპენჰაგენი, აქ თანამდეროვე და ძველი ევროპული გარემო იდეალურად ერწყმის ერთმანეთს, მაგალითად ქვით მოკირწყლული ძველი და ისტორიული ქუჩები მუზეუმებამდე, საგამოფენო სივრცეებამდე ან ღამის კლუბებამდე მიგიყვანთ. არჩევანი უკვე თქვენზეა, შეგიძლიათ ლამაზი ექსპონატები და ნახატების დაათვალიეროთ, ან მთელი ღამე ცეკვასა და გართობას შეალიოთ.