ბაქო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საპორტო ქალაქია, რომელიც ევროპის და აზიის საზღვარზე, კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს. მისი სახელი ინტერპრეტირებულია როგორც „ქალაქი გორაზე“, „ქარის ქალაქი“, „ქარის დარტყმა“, სახელის წარმოშობა აქ გავრცელებულმა ხშირმა და ცხელმა ქარმა განაპირობა.
ბაქო აზერბაიჯანის კულტურული, პოლიტიკური და ინდუსტრიული ცენტრია. მთელს მუსულმანურ აღმოსავლეთში, პირველად სწორედ ბაქოში გაიხსნა ნაციონალური თეატრი და შესრულდა ოპერა. ქვეყნის მასშტაბით, სწორედ ბაქოში დაარსდა პირველი გაზეთი და დიდი ბიბლიოთეკა. ქალაქში წარმოდგენილია 30 მუზეუმი, 7 თეატრი, 11 უმაღლესი სასწავლებელი, კინოსტუდიები და თანამედროვე არქიტექტურული ძეგლები.